Monday, September 28, 2015

ფლორა (გვიანდ. ლათ. flora < ლათ. flora – ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთი) — გარკვეული ტერიტორიის — ქვეყნის, ოროგრაფიული ერთეულის, კუნძულის, კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა.
სახელწოდება ფლორას ძირითადად თესლოვანი და გვიმრანაირი მცენარეებისათვის იყენებენ. უმდაბლესი მცენარეებისა და უმაღლეს მცენარეთა ზოგიერთი ჯგუფის (ხავსები) ფლორა შესატყვისი სახელწოდებით აღინიშნება. მაგალითად: სპოროვან მცენარეთა ფლორა, წყალმცენარეთა ფლორა ან ალგოფლორა, ხავსების ფლორა, ან ბრიოფლორა და სხვ. ამა თუ იმ მხარის ფლორის შესწავლის ძირითადი არსია სახეობრივი და გვარობრივი შემადგენლობის გამოვლინება. ზოგჯერ ფლორაში გაერთიანებულია ბაქტერიული ორგანიზმები.[1][2]
ფლორა როგორც მცენარეთა ერთობლიობის ტერმინი პირველად იხმარა მიხალ ბოიმმა (1614-1659) ნაშრომში „Flora Sinensis“, რომელიც გამოიცა ქალაქ ვენაში 1656 წელს.[3] მეორედ ასეთი მნიშვნელობით ტერმინი გამოიყენა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ ნაშრომში „ლაპლანდიის ფლორა“. მსოფლიო ფლორის კომპენდიუმი შეადგინა დევიდ ფროდინმა.[4]
გამოიყოფა ფლორის რამდენიმე ტიპიფიკაცია:
  1. ალგოფლორა – წყალმცენარეების ფლორა;
  2. ბრიოფლორა – ხავსების ფლორა;
  3. დენდროფლორა – მერქნიანი მცენარეების ფლორა;
  4. ლიქენოფლორა – ლიქენების ფლორა;
  5. მიკოფლორა – სოკოების ფლორა;
  6. მიქსოფლორა – მიქსომიცეტების ფლორა.
საქართველოს მცენარეთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. ძალიან ღარიბია მონაცემები პალეოგენშისაქართველოს ადგილას არსებული იაფეტიდის და ტეთისის სხვა კუნძულების მცენარეულობის შესახებ. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა. რელიეფისა და მცენარეული საფრის ცვლილება ბოლო ათეული მილიონი წლის განმავლობაში ძალიან რთულად მიმდინარეობდა. საქართველოში გვხვდება 4200-დან 4500-მდე უმაღლესი მცენარეთა სახეობა, რომელთაგან 380 საქართველოს ენდემია (9%). აქედან 600 (14,2%) სახეობა კავკასიის ენდემებს განეკუთვნება.[5] ენდემები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:
  1. ლოკალური ენდემები;
  2. შედარებით ფართოდ გავრცელებული სახეობები.
საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია მცენარეთა 150-ზე მეტი სახეობა.[5] საქართველოს ბუნებრივი ფლორის ინვენტარიზაცია ასახულია კაპიტალურ 8-ტომიან გამოცემაში „საქართველოს ფლორა“ (1941-1952). საქართველოში შესწავლილია რაჭა-ლეჩხუმისსვანეთისარაგვის ხეობისმესხეთისთრიალეთისკახეთისაჭარისაფხაზეთის ფლორა, მათი სისტემატიკური სტრუქტურა, ბოტანიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი; ჩატარდა ფლორის ანალიზი.

Tuesday, May 12, 2015

ფასმანდუკი

სამკურნალო მცენარეები-ფასმანდუკი (achillea millefolium l.)

afasmandukh_po_009675
ფარსმანდუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მხოხავი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება რამდენიმე მსხვილი ლანცეტისებრი ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი. ღერო დაუტოტველია, სიმაღლით 20-40 სმ, მცირეფოთლიანი შებუსული, მონაცრისფრო-მომწვანო, კეწრულ ნაწილში თავდება მსხვილი რთული ყვავილედით — ფარით.
ფარის წვრილ ტოტებზე სხედან პატარა ყვავილედები — კალათები. კალათები მოგრძო-კვერცხისებრია, სიგრძით 3-4 მმ, 5-7 კიდური თეთრი ენისებრი ყვავილით და კალათის შუაში მოთავსებული რამდენიმე მილისებრი, ასევე თეთრი, ყვავილით, გარედან კალათას აქვს კრამიტისებურად განლაგებული საფარველი, რომელიც შედგება წაგრძელებული, მომწვანო, კიდეებში სიფრიფანა ფოთლებისაგან.
მცენარე სურნელოვანია. ყვავის ივნისიდან ოქტომბრამდე. ფარსმანდუკი ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში. ქართლ-კახეთსა და ფშავი მას მელაკუდასა და მელისკუდას ეძახიან, ხევსურეთში – ციცისკუდას, მთიულეთში – მელაგუნდას, თუშეთში – წყლულის ბალახს, რაჭასა და იმერეთში – კრავისკუდას.
იგი ხარობს მდელოებში, მინდვრებში, დასახლებული ადგილების მახლობლად. ფარსმანდუკისაგან ამზადებენ ორი სახის ნედლეულს — ბალახსა და ყვავილედებს. ბალახს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში (ივნისში, აგვისტოს პირველ ნახევარში), ჭრიან ღეროს 15 სმ-ის სიმაღლეზე.
ყვავილების შეგროვების დროს კრეფენ კალათებს ან ფარებს 2 სმ სიგრძეზე. ნედლეულს ჭრიან დანით ან ნამგლით, აწყობენ თხელ ფენად და აშრობენ ჩრდილში. მზეზე გაშრობა დაუშვებელია. ბალახის შენახვის ვადა 2 წელია, ხოლო ყვავილებისა 5 წელი.
ფარსმანდუკი შეიცავს 0,8%-მდე ეთერზეთს (მთავარი კომპონენტია აზულენი), მწარე ნივთიერებებს, ვიტამინ K-ს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდ ახილენს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.
ფარსმანდუკს იყენებენ გასტრიტების, ქალური დაავადების, ბუასილის, საშვილოსნოდან და სხვა სახის სისხლის დენის დროს, ასევე კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. მეძუძურთათვის რძის მოსამატებელ საშუალებად.
ბალახის ნაყენს ხმარობენ თმის დასაბანად, ხოლო ახალი ბალახის წვენს – კუჭის დაავადებისა და ფაღარათის დროს. მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლისდენისას აიღეთ ფარსმანდუკი – 5 წილი, წიწმატურა – 5 წილი, მარწყვაბალახა – 5 წილი, მუხის ქერქი – 2 წილი, 1 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური.
დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წთ. შემდეგ გააჩერეთ 15 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
მიიღეთ დილას და საღამოს თითო ჩაის ჭიქა. კანის ჩირქოვანი დაავადების დროს აიღეთ 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენში დასველებული დოლბანდი დაიდეთ დაჩირქებულ ადგილას.
afasmandukh_po_009672

Sunday, May 10, 2015

 დელფინი.




დელფინები (Delphininae), ძუძუმწოვრების ქვეოჯახი ვეშაპისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 1,2-3 მ, ზოგი სახეობისა – 10 -მდე. წაგრძელებული დინგი ქმნის ე. წ. “ნისკარტს”, კბილების რაოდენობა 70-ს აჭარბებს. უმრავლესობას აქვს ზურგის ფარფლი. ექოლოკაციის უნარი და მეტად მახვილი სმენა (აღიქვამენ რამდენიმე ათეული ჰც-დან 150-196 კჰც-მდე რხევებს) დელფინებს წყალში ორიენტაციის საშუალებას აძლევს. აქვთ რთული ბგერითი სიგნალიზაცია და ბგერათსასიგნალო (საექოლოკაციო) ორგანო, რომელიც მოტავსებულია ერტადერთ ნესტოში. მასთან არის დაკავშირებული კუნთოვანი სისტემით აღჭურვილი სამი წყვილი საჰაერო პარკი. სიგნალების გამოსხივების სიხშირე 170 კჰც აღწევს. აქვთ მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემა: დიდი ზომის სფერული თავის ტვინი, ძლიერ დანაოჭებული ნახევარსფეროები, რომელთა ქერქი 30 მლტდ-მდე ნერვულ უჯრედს შეიცავს. დიდი ზომის თავის ტვინი საშუალებას აძლევს გადაამუშაონ დიდი რაოდენობის აკუსტიკური თუ სხვა სახის ინფორმაცია. 



თუთიყუშების მსგავსად, მათ შეუძლიათ ადამიანის მიერ თქმული სიტყვების გამეორება. გასაწვრთნელად და შესასწავლად ჰყავთ დელფინარიუმებსა და ოკეანარიუმებში. ისინი ადვილად იწვრთნებიან. ამჟამად იკვლევენ დელფინების ზოგი სახეობის მოშინაურების შესაძლებლობას.




ზოგი სახეობა (მაგ., ცელნამგალა ვეშაპი) კოსმოპოლიტია. დელფინების სახეობათა უმრავლესობა ცხოვრობს ოკეანეთა თბილ წყლებში. დელფინების სხეულის ფორმის ჰიდროდინამიკური სრულყოფა, გარეგანი საფარვლის აგებულება და ანტიტურბულლენტური თვისებები, დიდ სიღრმეში ვინთვის უნარი, საიმედო ექოლოკაცია და ამ ცხოველის ორგანიზაციის სხვა თავისებურებანი მეტად საინტერესოა ბიონიკისათვის. ასევე საინტერესოა ფიზიოლოგიისა და მედიცინის თვალთახედვით დელფინების სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მთელი რიგი შეგუებანი (მიოგლობინის სიუხვე, გარეგანი სუნთქვის ხანგრძლივად შეჩერების უნარი, სისხლში დაგროვილი ნახშირორჯანგი სუნთქვის ცენტრზე არ მოქმედებს, პულსი შენელებულია და სხვა).

ნაფოტა

ნაფოტა

ნაფოტა (Rutilus rutilus,Плотва).
ნაფოტა კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია,გავრცელებულია ევროპაში, არსებობს მისი სხვადასხვასახეობა.  გვხვდება ასევე ინგლისში , პირინეებში , ციმბირის მდინარეებსა და ტბებში , კასპიისა და არალის აუზებში.

მუცლის ნაწილი არის ვერცხლისფერი ხოლო ზურგის ნაწილი კი ოდნავ მუქი.
ტიპი: ქორდიანები  
კლასი: სხივფარფლიანი თევზები  
რიგი:  კობრისნაირნი 
ოჯახი: კობრისებრნი 
გვარი: ნაფოტა 

რაც შეეხება ფარფლებს მას ქვევითა,უკანა და გვერდითა ფარფლები ნარინჯისფერი შეფერილობის აქვს. ზევითა კი მოლურჯო. სხეული შეიძლება ჰქონდეს მომწვანო,მოლურჯო თვალები ნარინჯისფერი ან წითელი.აქვს მსხვილი, სქელი ქერცლი.
იზრდება 30 35 სმ. მაქსიმალური,  წონა 1კგ. ჩვეულებრივ მისი სიგრძე 25 სმ. წონა კი 400 600 გრამი. ბინადრობს და ქვირითს ყრის წყალმცენარიან მდინარეებში სადაც ნელი დინებაა, ან ტბებში. ქვირითობს მარტ აპრილში, ამ სახეობის თევზები მდინარეებში უფრო პატარა ზომის არიან. გვარში 10 ამდე სახეობაა, აქედან საქართველოში გვხვდება 3: ნაფოტა, მორევის ნაფოტა და მტკვრის ნაფოტა (ქვესახეობა). ნაფოტა და მორევის ნაფოტა საქართველოში გვხვდება : რიონში, ტეხურაში, ენგურში, ხობში, ბებესირის და პალიასტომის ტბაში. მტკვრის ნაფოტა გვხვდება : მტკვარში, ხრამში, ალაზანში, თბილისის ზღვაში და ჯანდარის ტბაში .



მაგრამ ხანდახან ნაფოტას ვერ ანსხვავებენ ფარფლწიტელასგან. განსხვავებისათვის უნდა დავაკვირდეთ ფერს და ზურგზე რბილი ფარფლების ოდენობას :
 1) თვალის ფერით ფარფლწითელას ნარინჯისფერი აქვს , ნაფოტას კი სისხლისფერი წითელი.
 2)ზურგზე რბილი ფარფლების ოდენობით ფარფლწითელას 8 9 აქვს, ნაფოტას კი 10 12. ცნობილია რომ იგი ბინადრობს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარისქვემო დინებაში, ტბებსა და არხებში.

არხებში ნაფოტას ჯგუფები ცურავენ ერთად დაახლოებით 5 დან 20 - მდე. ისინი ჩერდებიან მცენარეებთან , ბუჩქებთან, კამიშებთან , რადგან სწორედ აქ ხვდებათ მათ დენიბის შედეგად მოტანილი საკვები.
თევზაობენ დაახლოებით 10მ რადიუსში. თევაზობენ როგორც მოსაქნევი ანკესით ასევე სპინიგით . ეს სახეობა უმეტესად გვხვდებაჯანდარის ტბაში. ანკესი მაქსიმუმ 5მ, ძუა 0.12 0.18 მმ. 0.12მმ ზე წვრილი ძუა აუცილებლად გაწყდება , რადგან დიდი შესაძლებლობაა მისი კამიშზე ან წყალმცენარეზე გამოდების შემთხვევაში გაწყვეტა.
სატყუარად გამოვიყენოთ : თეთერი ჭია , წითელი ჭია და მანის თქვეფილი. აუცილებლად თან ვიქონიოთ დამატებითი საკვები (პადკორმკა).

თეთრი ამური

თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella, Белый амур)
თეთრი ამური კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია გავრცელენულია: ჩინეთის მდინარეებში,
ამურის აუზებში, ჩრდილოეთ რუსეთში, უკრაინაში, აშშ, კაზახსტანი( მდინარე ''ილი'' ,
ტბა ''ბალხაში''.) , და სხვა მრავალ ევროპულ ქვეყანაში.



ტიპი:
ქორდიანები
კლასი:
ძვლიანი თევზები
რიგი:
კობრისნაირნი
ოჯახი:
კობრისებრთა
გვარი:
ამური
სახეობა:
თეთრი ამური
თეთრ ამურს აქვს გრძელი სხეული, გასდევს მუქი ზოლები მთელ სხეულზე,სხეული დაფარულია
სქელი ქერცლით. რაც შეეხება ერს მას მუცელი ღია შეფერილობის აქვს, ზურგი კი მუქი. ზურგის
და უკანა ფარფლები მუქი ფერის აქვს . მუცლის , წინა და გვერდითა კი უფრო ღია.
მაქსიმალური სიგრძე 135 სმ. წონა 34 კგ. ჩვეულებრივ მისი სიგრძე 90-120 სმ. წონა კი 16-32კგ.
ტოფობს ივნისი-ივლისი , ქვირით ყრის მტკნარ წყალში ან მდინარეებში ნელი დინებით.
ყრის 1 მილიონამდე ქვირითს , წყლის დონის მკვეთრად ვარდნისას ან ძლიერი ყინვისას
იგი წყვეთს ქვირითის დადებას ან ყრის სანახევროდ.
უმეტესად ბინადროვს : წყალსატევებში და არხებში .
მოზარდ ამურს იყენებენ ჩინეთში ბრინჯის პლანტაციებში სარეველების მოსასპობად,
ვინაიდან ამური წყალმცენარეებით იკვებება. ასევე ამურს ხშირად შევხვდებით, არხებში ან
წყალსატევებში სადაც გრძელი წყალმცენარეებია.
როდესაც ამური თავისი სიცოცხლის ნახევარს მიაღწევს,ანუ 9-10 წლის ასაკში ის დაახლოებით
68-75სმ და 18კგ-ა.
ამურთა ჯგუფები ზამთარს ერთად ატარებენ ჩაღრმავებულ ადგილებში.
იგი აქტიურია მაისი-ოქტომბერი, უნდა მოვძებნოთ წყალმცენარეებით მდიდარ ადგილებში,
როგორც ზემოთ ვახსენე. ასევე შეიძლება მისი მოშენება.
თევზაობისას უნდა გავითვალისწინოთ რომ ამური მებრძოლი თევზია და ადვილად წყევტს
წვრილ ძუას.
ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში.
გვხვდება კუმისის და ბაზალეთის ტბებში.
თეთრ ამურზე თევზაობენ როგოც ანკესით,და სპინიგით ასევე ფსკერული მეთოდით.
სატყუარად იყენებენ წლამცენარეებს და მცენარეულ ინგრედიენტებს,რადგან ამური
წყალმცენარეებით იკვებება მას ხშირად (ვეგეტარიანელ თევზს) უწოდებენ.

თეთრულა(თაღლითა)


თაღლითა(თეთრულა,Укле́йка,Alburnus)
თაღლითა კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.გავრცელებულია ევროპაში,
კავკასიაში, მცირე აზიაში, სირიაში და ჩრდილოეთ ირანში. საქართველოში
გვხვდება ორი სახის მტკვრის თაღლითა და თეთრულა.

სამეფო : ცხოველები

ტიპი : ქორდიანები
რიგი : კობრისნაირები
ოჯახი : კობრისებრთა
სახეობა : თაღლითა
აღწერილობა :
ზურგი მუქი აქვს ნაცრისფერ-ლურჯი მწვანე ზოლებით,მუცლის და
გვერდის ნაწილები ვერცხლისფერი, კუდიც მუქი აქვს მუცლის
ფარფლები კი მოყვითალო.
აღწევს 20 სმ, საშუალოდ 12-15სმ ,ყველაზე დიდი 25 სმ.
წონა 60 გრ, ყველაზე მეტი 80-100გრ.
კონკრეტულად ბინდარობს : აზოვის ზღვაში, ბალტიის, შავი ზღვის, მდინარის
ჩრდილოეთით კასპიის ზღვის სანაპიროებზე.
ბინადრობს მდინარეებში და ტბებში : წყლის ზედა ფენებში,იკვებება პატარა
მწერებით, მცენარეებით და პლანქტონებით.
განსაკუთრებული კომერციული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გამოიყენება
სატყუარად სხვა უფრო დიდი მტაცებელი თევზების დასაჭერად.
ბინადრობს საქართველოს თითქმის ყველა მდინარის შუა და ქვემო დინებაში,
ტბებსა და წყალსაცავებში.

ხოხობი

ხოხობი 
მნიშვნელოვნად შემცირდა ნიამორისა და ხოხობის როგორც გავრცელების არეალი, ასევე რაოდენობა.

იმ სახეობათა დასაცავად და გადასარჩენად რომლებიც გადაშენების პირასაა მისული საჭიროა შეიქმნას ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები. საჭიროა გამკაცრდეს ცხოველთა დაცვისაკენ მიმართული კანონები. პირველ რიგში საჭიროა ადამიანები მიხვდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველთა დაცვა და გადარჩენა ჩვენთვის.