Sunday, May 10, 2015

მანჭკვალა

მანჭკვალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
?
მანჭკვალა
მანჭკვალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:სოკოები
კლასი:ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი:Agaricales
ოჯახი:ტრიქოლომასებრნი
სახეობა:მანჭკვალა
ლათინური სახელი
Armillariella mellea
მანჭკვალა (ლათ. Armillariella mellea) — ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ნაყოფსხეული შედგება ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი ქუდისა და ფეხისაგან. ქუდს ზედა მხარეს მურა ქერცლები აქვს, ქვედა მხარეს კი — მოთეთრო-მოყვითალო ფირფიტები. ფეხი საყელოიანია. იზრდება ჯგუფებად ცოცხალი ან გამხმარი ხეების ფესვებსა და ძირებზე შემოდგომით, იშვიათად ზაფხულში. საჭმელად იხმარება ნედლი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. პარაზიტია, აავადებს და ალპობს წიწვოვანი და ფოთლოვანი ხემცენარეებისა და ბუჩქების ფესვებს.

ბრძოლის ღონისძიებები[რედაქტირება]

ბაღ-ვენახებში დაავადებული კერების ირგვლივ (10 მ რადიუსით) ნიადაგის დეზინფექცია 10%-იანი ფორმალინით (5 ლ ყოველ მ2-ზე).

ლიტერატურა[რედაქტირება]

    No comments:

    Post a Comment