Sunday, May 10, 2015

ლემა

ლემა (ბოტანიკა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
?
ლემა
Datura stramonium
Datura stramonium
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:მცენარეები
კლასი:ორლებნიანნი
ოჯახი:ძაღლყურძენასებრნი
გვარი:ლემა
ლათინური სახელი
Datura
ლემა (Datura), მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ბალახები, იშვიათად ხეები და ბუჩქებია. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. აერთიანებს 20-მდე სახეობას. ყოფილ სსრკ-ში ერთწლოვანი ბალახების 4 სახეობა იზრდება; მათგან 2 — Datura metel და Datura innoxia კულტივირებულია და გავრცელებული. საქართველოში 2 სახეობაა: Datura stramonium და Datura metel. ეს უკანასკნელი გზადმოყოლილია აფხაზეთში. Datura stramonium ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, იზრდება რუდერალურ ადგილებზე, ღობის ძირში, ბოსტანში, გზისპირებზე. სამშობლოა ცენტრალური დასამხრეთი ამერიკა. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაშიკავკასიაში თითქმის ყველა რაიონის მთის ქვედა სარტყელში გვხვდება. შხამიანი მცენარეა, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდ პიოსციმინს (ფოთოლში 0,28&, თესლში 0,33-,-0,48,7%), აგრეთვე სკოპოლამინს და ატროპინს, სხვადასხვა სახის ცხიმებს, მცირე რაოდენობით სპირტებსა და ალდეჰიდებს. ლემისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენებარევმატიზმისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.

No comments:

Post a Comment