Sunday, May 10, 2015

დათუნია

დათუნია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
?
დათუნია
Russ.ves.jpg
Russula vesca
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:სოკოები
განყოფილება:ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:აგარიკომიცეტები
რიგი:ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:ხრაშუნა სოკოები
სახეობა:Russula vesca
ლათინური სახელი
Russula vesca
დათუნია (ლათ. Russula vesca) — Russula-ს რიგის სოკო.
ქუდი 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ კი — გაშლილი, კიდეები სადა ან დაღარული, არათანაბრად არის შეფერილი, მოწითალო-ხორცისფრიდან მურამდე. ფირფიტები თეთრი ან მოყვითალო-თეთრი. ფეხი 4-8 სმ სიგრძისაა და 1-8 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ძირისკენ წვრილდება, სიგრძივ ოდნავ დანაოჭებულია; თეთრია. რბილობი თეთრია, მოტკბო გემოთი. სპორები მსხლისებური, წვრილხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 6-8X5-7 მკმ. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი და დამწნილებული.[1]

No comments:

Post a Comment